Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ გაასაჩივრა გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მისთვის უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტმა, ივან ჟდანოვმა. უზენაესი სასამართლო 30 დეკემბერს განიხილავს საჩივარს. 25 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატად ნავალნის რეგისტრაციაზე „კიროვლესის“ საქმესთან დაკავშირებით მისი ნასამართლეობის გამო. საპასუხოდ ოპოზიციონერი გამოვიდა არჩევნების ბოიკოტისა და საპროტესტო აქციისაკენ მოწოდებით. ამის შემდეგ კრემლმა გამოაცხადა, რომ შეამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ბოიკოტისაკენ ნავალნის მოწოდება რუსეთის კანონმდებლობას. რუსეთში 2018 წლის 18 მარტს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG