Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გეგმავს აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენის შეზღუდვას თავის ტერიტორიაზე


1 იანვრიდან რუსეთი გეგმავს შეზღუდოს თავის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების სადაზვერვო ფრენას, რაც ხორციელდება ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ მომავალი წლიდან, შემცირდება რუსეთის იმ სამხედრო აეროდრომების რაოდენობა, რომლებითაც აშშ-ის სამხედრო ავიაცია სარგებლობდა ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს არის კრემლის საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის ამასწინანდელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეიზღუდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ანალოგიური დანიშნულებით ფრენა აშშ-ის ტერიტორიაზე. ივნისში აშშ-მა დაადანაშაულა რუსეთი, რომ მან ხელშეკრულების დაარღვიეთ აუკრძალა ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებს კალინინგრადის გარშემო ფრენა, რის გამოც 1 იანვრიდან დააწესა შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ავიაციის ფრენაზე. ღია ცის ხელშეკრეულებას ხელშეკრულება გაფორმდა 1992 წელს და იგი ერთ-ერთია იმ შეთანხმებებს შორის, რომლებიც მიმართული იყო ორ ქვეყანას შორის ნდობის გასაძლიერებლად და გამჭვირვლობის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG