Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ზვიად რატიანს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ სცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში და მას 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "ბატონო ზვიად, მინდა განგიმარტოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა", - აღნიშნა პროცესის მოსამართლემ. თავად ზვიად რატიანი, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს, ღამით დააკავეს, სამართალდამცავებს ადანაშაულებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში. პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG