Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს გარიგებას ს-400 ტიპის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე


ანკარიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს გარიგებას, რომელიც რუსეთის წარმოების, ს-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-საჰაერო კომპლექსის შეძენას ითვალისწინებს. კონტრაქტის ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური პროცედურების დასრულების შემდგე, თურქეთის შეირაღებული ძალები სარაკეტო კომპლექსს 2020 წლისათვის მიიღებენ. ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შეძენის სურვილმა შეაშფოთა დასავლეთის სამხედრო ალიანსი, რომლის შეიარაღებაში არ შეიძლება იყოს ინტეგრირებული რუსული წარმოების იარაღი. ამას გარდა, თურქეთის მხრიდან რუსეთისგან ამგვარი სისტემის შესყიდვა ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ალიანსის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნიეს, რუსეთთან ურთიერთობაში იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ახლავს მოსკოვის როლს სირიასა და უკრაინაში.

XS
SM
MD
LG