Accessibility links

რუსეთში სასტიკად სცემეს აქტივისტი, რომელმაც გადაიღო უკანონო მშენებლობის ამსახველი კადრები


რუსეთში დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს აქტივისტი ანდრეი რუდომახა, რომელმაც გადაიღო შავი ზღვის სანაპიროზე უკანონო მშენებლობის ამსახველი კადრები. ინციდენტი 28 დეკემბრის საღამოს მოხდა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. რუდომახა საავადმყოფოში მოათავსეს. აქტივისტს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის გარემოს დამცველ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ცხვირი გაუტეხეს, მას აღენიშნება თავის ქალის დაზიანება. აქტივისტი ალექსანდრ საველიევი, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია, ამბობს, რომ რუდომახა და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წევრები ახალი დაბრუნებული იყვნენ შავი ზღვის სანაპიროდან, როცა მათ თავს დაესხნენ. სამი ნიღბიანი პირის მიზანი, საველიევის თანახმად, იყო, წაერთმიათ მასალა, რომელიც აქტივისტებმა გადაიღეს. ამასთან, საველიევი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელებმა პოლიციის, ან უშიშროების სამსახურისაგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა ეპოვათ აქტივისტები. „წაიღეს ჩვენი ზურგჩანთები და სამი ვიდეოკამერა, ისევე როგორც ნოუტბუკები და უკანონო მშენებლობის ამსახველი ჩანაწერები“, ამბობს საველიევი. ის და დანარჩენი აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ზღვისპირას ფეშენებელური ვილა შენდება მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირის დავალებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG