Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციებზე


ირანი: 28 დეკემბრის საპროტესტო აქცია ქალაქ მაშჰადში
ირანი: 28 დეკემბრის საპროტესტო აქცია ქალაქ მაშჰადში

ირანში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა აქციებზე, რომლებიც ფასების ზრდის გაპროტესტებით დაიწყო და პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. დემონსტრანტები დააკავეს თეირანსა და დასავლეთ ირანის ქალაქ ქერმანშაჰში. ნაწილობრივ ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოები „ფარსი“ და „მეჰრი“ როგორც იუწყებიან, ქერმანშაჰში პოლიციამ დაშალა, დაახლოებით, 300-კაციანი აქცია, რომლის მონაწილეებიც გამოვიდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სოციალურ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისმის კერმანშაჰელი დემონსტრანტების შეძახილები „სიკვდილი დიქტატორს“. აქციის მონაწილეები, როგორც ჩანს, გმობდნენ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ ჰასან როჰანის, მაგრამ არ ასახელებდნენ მათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულ იქნა 50-მდე ადამიანი. ხოლო თეირანში პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა არასანქცირებულ აქციაზე - ამის შესახებ იუწყება სახელმწიფო მედია თეირანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე მოჰსენ ჰამადანის განცხადებაზე დაყრდნობით. წინა დღეს, 28 დეკემბერს ასობით ადამიანმა გააპროტესტა ფასების ზრდა ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში.

XS
SM
MD
LG