Accessibility links

ქსენია სობჩაკი: ნაწილი იმისა, რაც სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა, მართლაც კარგი იყო


2017 წლის 28 დეკემბერი: ქსენია სობჩაკი ყაზანში, სადაც ჩავიდა თავისი საარჩევნო შტაბის გახსნასთან დაკავშირებით

რუსეთში პოპულარული ტელეწამყვანისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის აზრით, ნაწილი იმისა, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა, მართლაც კარგი იყო. ეს მოსაზრება სობჩაკმა გამოთქვა ყაზანში 28 დეკემბერს ვიზიტისას. ჟურნალისტის შეკითხვას, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობისადმი, მან უპასუხა, რომ ხედავს ბევრ მიღწევას, პირველ რიგში, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, ის ხედავს „ავანტიურიზმს“ ბევრი მხრიდან. სობჩაკის აზრით, რასაც საქართველომ სააკაშვილის დროს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, არის მაგალითი იმისა, რომ „სისტემური მიდგომა ანგრევს ყოველგვარ სტერეოტიპებს და ნებისმიერ მენტალიტეტს, რომლის არგუმენტად მოყვანაც ასე უყვართ რუსეთის ფედერაციაში“. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სობჩაკი შეეხო სხვა თემებსაც, მაგალითად, გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწოდება ამომრჩევლებისადმი, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. თავად ნავალნის უარი უთხრეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. სობჩაკისთვის, მისივე თქმით, სულ ერთია, ვინ რამდენს გააკრიტიკებს და რამდენად უკმაყოფილო იქნება კანდიდატებს შორის მისი გამოჩენით: „ჩემთვის მთავარია შედეგი! თუ შედეგი იქნება ის, რომ შევძლებ გავაერთიანო ძალები, შევქმნა ძლიერი მემარჯვენე პარტია, ეს პარტია შევიდეს სახელმწიფო სათათბიროში, ჩავთვლი, რომ დიდი საქმე გავუკეთე ჩემს ქვეყანას!“ - აღნიშნა სობჩაკმა.

XS
SM
MD
LG