Accessibility links

პენტაგონის თანახმად, რუსეთი არ უნდა შფოთავდეს უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემის გამო


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონის როლი უკრიანაში უცვლელია, ხოლო რუსეთს არ აქვს საფუძველი, რომ შეშფოთებული იყოს უკრიანისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გამო. „სანამ უკრაინაში არავინ შეიჭრება, იმედი მაქვს, რომ ამ იარაღს არ ექნება დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს არის თავდაცვითი შეიარაღება“, - განაცხადა 9 დეკემბერს ჯეიმს მატისმა. ეს იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პენტაგონის გადაწყვეტილება, უკრაინისათვის „გაუმჯობესებული თავდაცვითი შეიარაღების“ მიწოდების თაობაზე. ამერიკული მედიის თანახმად საუბარია 47 მილიონი დოლარის ღირებულების სნაიპერულ შაშხანებსა და ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებზე. მოსკოვმა დაგმო ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის აზრით „უკრაინას ახალი სისხლისღვრისკენ უბიძგებს“.

XS
SM
MD
LG