Accessibility links

რუსეთში არ შეუშვეს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი


რუსეთის საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კრემლის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ შედის. მსგავსი სია რუსეთმა შეადგინა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების საპასუხოდ. აშშ-ში რუსეთის საელჩოს ცნობით, რუსეთის ხელისუფლება შაჰინის შეშვების სანაცვლოდ სთავაზობდა ვიზების გაცემას იმ რუსი დეპუტატებზე, რომლებიც სანქციის ქვეშ აღმოჩნდნენ. დემოკრატი სენატორისათვის ვიზაზე უარის თქმის შემდეგ, კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსეთში გამგზავრებაზე უარი თქვეს რესპუბლიკელმა სენატორებმა. ჯინ შაჰინმა მხარი დაუჭირა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გაფართოებას. იგი ასევე ემხრობა კრემლის მიერ დაფინანსებული ინგლისურენოვანი „რაშა თუდეის“ დარეგისტრირებას, უცხოეთის აგენტის სტატუსით.

XS
SM
MD
LG