Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები პასუხს აგებენ კანონის დარღვევისათვის


ირანის მთავრობა აფრთხილებს ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილე პირებს, რომ ისინი პასუხს აგებენ კანონის დარღვევისათვის, რასაც ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ დოროუდში ორი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. საყოველთაო გამოსვლების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა პრეზიდენტო ჰასან როუჰანი 31 დეკემბრის მიმართვას მოსახლეობისადმი. „ისინი, ვინც აზიანებენ საზოგადოებრივ საკუთრებას, არღვევენ კანონებს და ქმნიან ქაოსს, მაღალ ფასს გადაიხდიან ასეთი ქმედებისათვის“, - ირანის მედიის ინფორმაციით ამის შესახებ 31 დეკემბერს განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზა რაჰმანი-ფაზიმ. ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული დემონსტრაციების ტალღა, რომელიც 28 დეკემბრიდან ირანს მოედო, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი 2009 წლის შემდეგ, როდესაც ირანის ქუჩებში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები გამოვიდნენ.

XS
SM
MD
LG