Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში


სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელი მოიერიშის შედეგად მომხდარი თავდასხმის შედეგად. ნანგარჰარის პროვინციის წარმომადგენლის, ათაულა ხოგიანის თანახმად, აფეთქება მოხდა ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ადამიანები ერთ-ერთი რაიონის ყოფილი ხელმძღვანელის დასაფლავებას ესწრებოდნენ. თავდასხმაზე აფეთქება ჯერჯერობით არც ერთ შეირაღებულ დაჯგუფებას არ აუღია. ამ თავდასხმის ფონია 28 დეკემბერს შიიტების კულტურ ცენტრში მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც 41 კაცი დაიღუპა და 80 დაიჭრა. სამი დღის წინ მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სხელმწიფო, რომელიც 2017 წელს საკმაოდ გაააქტიურა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG