Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ვაშინგტონს „პრაგმატული თანამშრომლობისაკენ“ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საახალწლო მისალოცი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ დონად ტრამპს, რომელშიც რუსეთის ლიდერი გამოთქვამს სურვილს ორ ქვეყანას შორის „პრაგმატული თანამშრომლობის“ შესახებ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისათვის. პუტინის 30 დეკემბრით დათარიღებული მიმართვის შინაარსი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერობები ამჟამად ისევეა გაუარესებული, როგორც ცივი ომის დროს იყო. ამის მიზეზია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG