Accessibility links

პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდება ციხე "გათავისუფლების მოსამზადებლად" 


საქართველოში პირველი იანვრიდან ამოქმედდება ახალი ტიპის ციხე. იგი გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთ წელს არ აღემატება. ასეთ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. კერძოდ, თუ მსჯავრდებული მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ასევე ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში, 3 დღე–ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.

XS
SM
MD
LG