Accessibility links

ბულგარეთმა ესტონეთისაგან ჩაიბარა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობა 


1 იანვრიდან ბულგარეთი შეუდგა ევროკავშირის ნახევარწლიან მორიგე თავმჯდომარეობას. ის გახდა ბალკანეთის პირველი ქვეყანა, რომელიც უხელმძღვანელებს 28-წევრიან ბლოკს. ამ პოზიციაზე მან ესტონეთი შეცვალა. მოსალოდნელია, რომ ბულგარეთი, რომელიც 2007 წელს მიიღეს ევროკავშირში, ხელს შეუწყობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივას. „როცა ერთიან ევროპაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთ ბალკანეთს სჭირდება მკაფიო ევროპული პერსპექტივა და კავშირი მათსა და წევრ ქვეყნებს შორის“, აღნიშნულია ევროკავშირის ახალი მორიგე თავმჯდომარის განცხადებაში. საკუთრივ ბულგარეთი არაერთხელ გამხდარა ბრიუსელიდან კრიტიკის სამიზნე კორუფციის, აგრეთვე ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში არსებული პრობლემების გამო.

XS
SM
MD
LG