Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპროტესტო აქციის დროს მოკლეს ორი ადამიანი


თეირანი, 2017 წლის 31 დეკემბერი: წყლის ჭავლით დემონსტრანტების წინააღმდეგ
თეირანი, 2017 წლის 31 დეკემბერი: წყლის ჭავლით დემონსტრანტების წინააღმდეგ

ირანის ქალაქ იზეჰში ორი ადამიანი მოკლეს ანტისამთავრობო გამოსვლის დროს. ამის შესახებ იუწყება ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ილნა“. ის ეყრდნობა პარლამენტის ადგილობრივი წევრის, ჰედაიათ ალაჰ ხადემის, განცხადებას, რომ ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული 31 დეკემბრის ღამეს. ხადემის თქმით, მან არ იცის, ვინ ესროლა საპროტესტო აქციაზე მყოფებს - პოლიციელებმა, თუ დემონსტრანტებმა. მანამდე სოციალური მედიით ვრცელდებოდა მოწოდება ირანელებისადმი, შეუერთდნენ დემონსტრაციებს დედაქალაქ თეირანსა და კიდევ ათობით ურბანულ ცენტრში, რომელთაგანაც ბევრგან უკვე ოთხი დღით ადრე დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. თავდაპირველად ქალაქ მაშჰადში ხუთშაბათს, 28 დეკემბერს გამართული აქცია, რომლის მონაწილეებმაც ფასების ზრდა გააპროტესტეს, პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზარდა და ირანის მრავალ რეგიონს მოედო.

XS
SM
MD
LG