Accessibility links

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ფილმის შემოსავალი ამ დღეებში მილიარდ დოლარს გასცდება


პოპულარული ამერიკული ფილმების სერია „ვარსკვლავური ომების“ მორიგი ეპიზოდის შემოსავალი მალე, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარს გასცდება. ფილმი „უკანასკნელი ჯედაი“ სამი კვირის წინ გამოვიდა ეკრანებზე. მოსალოდნელია, რომ საახალწლო დღეებში ფილმის შემოსავალი მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში მიაღწევს 65,6 მლნ დოლარს და ეს ნიშნავს, რომ საერთო შემოსავალი მილიარდ დოლარს გასცდება ჯერ კიდევ ჩინეთის კინოეკრანებზე 5 იანვარს გამოსვლამდე. ეს ინფორმაციას 31 დეკემბერს გამოაქვეყნა კინოწარმოების კვლევითმა ცენტრმა „ექსჰიბიტორ რილეიშნსმა“. „უკანასკნელი ჯედაი“ არის ლეგენდარული კოსმოსური საგის რიგით მერვე ფილმი. გამოცემა „ვერაიატის“ მონაცემებით, მას ამ ეტაპზე მერვე ადგილი ეკუთვნის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG