Accessibility links

პაპი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, ნუ გადაუწურავენ იმედს მიგრანტებს


ომის პაპმა ფრანცისკემ მიგრანტები და ლტოლვილები მოიხსენია მსოფლიოში „ყველაზე სუსტ და გაჭირვებულ“ ადამიანებად და ლიდერებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ მათ დასახმარებლად. მიგრანტები იყვნენ მთავარი თემა პაპის ტრადიციულ საახალწლო მიმართვაში, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. 1 იანვარს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე 40 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კათოლიკური ეკლესიის ლიდერის მოსასმენად. „მშვიდობისათვის, რომლის უფლებაც ყველას აქვს, ბევრია მზად, საკუთარი სიცოცხლე გარისკოს მგზავრობით, რომელიც ხშირად არის ხანგრძლივი და სახიფათო, ბევრია მზად აიტანოს წვალება და ტანჯვა“, აღნიშნა პაპმა და გამოვიდა მოწოდებით, ნუ გადავუწურავთ იმედს ასეთ ადამიანებს. მიგრანტების ბედი, ზოგადად, არის ერთ-ერთი მთავარი თემა რომის კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი ლიდერისათვის.

XS
SM
MD
LG