Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ფინანსური დახმარების ჩამოჭრით ემუქრება პაკისტანს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მილიარდობით დოლარის დახმარების ჩამოჭრით დაემუქრა პაკისტანს, რომელიც ექსტრემისტების მფარველობაში დაადანაშაულა. 2018 წელს სოციალურ ქსელ ტვიტერით გავრცელებულ თავის პირველ ტექსტში, ტრამპი წერს, რომ აშშ „უგუნურად“ მოიქცა პაკისტანისათვის ბოლო 15 წელში 33 მილიარდამდე დოლარის მიწოდებით მაშინ, როცა პაკისტანს „არაფერი მოუცია ტყუილებისა და სიცრუის გარდა“. ტრამპის თანახმად, პაკისტანი თავშესაფარს აძლევს ტერორისტებს, რომლბსაც აშშ ავღანეთში ებრძვის. ისლამაბადიდან ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური გამოხმაურება ამ ბრალდებაზე, მაგრამ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავაჯა ასიფმა ასევე ტვიტერში დაწერა, რომ მისი მთავრობა ემზადება პასუხისათვის, რომლითაც „მსოფლიო სიმართლეს შეიტყობს“. აშშ-ში ავღანეთის ელჩმა ჰამდულა მოჰიბიმ დადებითად შეაფასა ტრამპის მუქარა.

XS
SM
MD
LG