Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი „საგანგებო ნაბიჯებს“ გადადგამს პაკისტანის წინააღმდეგ მომავალ დღეებში


აშშ-ის თეთრი სახლი მოუწოდებს პაკისტანს, მეტი გააკეთოს ტერორიზმთან საბრძოლველად და აცხადებს, რომ გადადგამს „საგანგებო ნაბიჯებს“ მომავალ დღეებში, რათა ზეწოლა მოახდინოს ისლამაბადზე. „ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ მეტი იღონონ ტერორიზმის შესაჩერებლად და გვსურს, რომ მათ ეს გააკეთონ“, განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა, სარა სანდერსმა ორ იანვარს და დასძინა, რომ ამ ნაბიჯების თაობაზე განცხადება გაკეთდება 48 საათში. თეთრი სახლის გაფრთხილება მოჰყვა გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის ნათქვამს რეპორტიორებისთვის, რომ არსებობს ცხადი მიზეზი იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეუჩეროს პაკისტანს 255 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარება. ჰეილის თანახმად, პაკისტანი წლების განმავლობაში ორმაგ თამაშს თამაშობდა. “ჩვენთან თანამშრომლობენ, მაგრამ ამავე დროს, იფარებენ ტერორისტებს, რომლებიც ავღანეთში ჩვენს ჯარებს ესხმიან თავს, ასეთი თამაში ადმინისტრაციისთვის მიუღებელია“, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა. გაეროში პაკისტანის ელჩმა, მალიჰა ლოდჰიმ განაცხადა, რომ მის ქვეყნის ბრძოლა ტერორიზმთან არ ეფუძნება დახმარების მიღების მოლოდინს, და რომ ამის საფუძველი პაკისტანის სახელმწიფო ინტერესები და პრინციპებია.

XS
SM
MD
LG