Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ირანის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია


თბილისში ირანის საელჩოსთან გაიმართა საქართველოში მცხოვრები ირანელების აქცია, რომელზეც მოითხოვეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის გადადგომა და ქვეყანაში დემოკრატიული ნორმების დაცვა. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი. ვაკის რაიონში მდებარე საელჩოსთან გამართულ აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათი აზრით, როჰანი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფრო მასშტაბური სისხლისღვრა. ირანში 28 დეკემბერიდან გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებმაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოსვლები დაიწყო ფასების ზრდის გაპროტესტებით და მალე გადაიზარდა პოლიტიკურ პროტესტში.

XS
SM
MD
LG