Accessibility links

დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების ჩამოჭრით ემუქრება პალესტინელებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების ჩამოჭრით დაემუქრა პალესტინელებს, რომლებიც, მისი თქმით, აღარ ავლენენ მშვიდობაზე მოლაპარაკების სურვილს. „პალესტინელებს წელიწადში ასობით მილიონ დოლარს ვუხდით და მათგან არ ვიღებთ არც მადლობას და არც პატივისცემას“, წერს ტრამპი ტვიტერში. მისივე თქმით, პალესტინელებს ისიც კი არ სურთ, რომ ჩაერთონ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებაში. აშშ პალესტინელთა ხელმძღვანელობას აწვდის წელიწადში 300 მილიონ დოლარზე მეტს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში გაეროს პროგრამების დასაფინანსებლად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად შეუწყობდა ხელს სამშვიდობო პროცესს ისრაელსა და პალესტინელებს შოორის შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ ასეთ მიზანს, ბევრის აზრით, ძირს უთხრის ტრამპის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ. გასულ თვეში გადადგმულ ამ ნაბიჯს „დანაშაული“ უწოდა პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ნიუ-იორკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს, აღარ მისცეს ფული პაელსტინელებს, სანამ ისინი არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

XS
SM
MD
LG