Accessibility links

ჩრდილოეთმა და სამხრეთმა კორეამ განაახლეს სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში კომუნიკაცია


სამხრეთი კორეა, 2018 წლის 3 იანვარი: სამხრეთკორეელი ჯარისკაცების პატრული ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონასთან

ჩრდილოეთმა კორეამ ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა საგანგებო სატელეფონო კომუნიკაცია სამხრეთ კორეასთან ორ ქვეყანას შორის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონაში. 3 იანვარს მიღებული ეს ზომა მიანიშნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამით გამოწვეული დაძაბულობის გარკვეულ განმუხტვაზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებას მის განკარგულებაში ატომური ღილაკის არსებობის შესახებ. მე უფრო დიდი და ძლიერი ღილაკი მაქვსო, განაცხადა ტრამპმა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება აღედგინა კომუნიკაციის ხაზი, მოჰყვა სამხრეთ კორეის ინიციატივას, დაიწყოს მაღალ დონეზე მოლაპარაკება 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის გუნდის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე. ოლიმპიურ თამაშებს მომავალ თვეში უმასპინძლებს სამხრეთი კორეა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მნიშვნელოვანი მიღწევა“ უწოდეს ფხენიანის გადაწყვეტილებას დემილიტარიზებულ ზონაში კომუნიკაციის აღდგენაზე.

XS
SM
MD
LG