Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გააპროტესტეს ქართული მხარისათვის გიორგი ლუკავას გადაცემა


2018 წლის 3 იანვარი: საპროტესტო აქცია სოხუმში
2018 წლის 3 იანვარი: საპროტესტო აქცია სოხუმში

სოხუმში 3 იანვარს გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს ქართული მხარისათვის პატიმარ გიორგი ლუკავას გადაცემა. ლუკავამ 25 დეკემბერს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, დატოვა სოხუმის დრანდის ციხე და იმავე დღეს ენგურის ხიდზე გადაეცა ქართულ მხარეს. ამის შესახებ 25 დეკემბერსვე გამოაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუკავა გაცვალეს მკვლელობაში ბრალდებულ პირში, როლანდ ჟიბაში, რომელიც „საქართველოში იმალებოდა“. აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონში დააკავეს. ოკუპირებულ რეგიონში მას მისჯილი ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

XS
SM
MD
LG