Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი აქციები


ირანი, 2018 წლის 3 იანვარი: მთავრობის მხარდამჭერი მრავალათასიანი დემონსტრაცია ქალაქ ყომში
ირანი, 2018 წლის 3 იანვარი: მთავრობის მხარდამჭერი მრავალათასიანი დემონსტრაცია ქალაქ ყომში

ირანის რამდენიმე ქალაქში გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე საპასუხოდ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მთავრობის მხარდამჭერები დემონსტრაციებზე შეიკრიბნენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პორტეტებითა დას აპროტესტო აქციების დამგმობი ლოზუნგებით. დემონსტრანტები ასევე გმობდნენ აშშ-ს, საუდის არაბეთსა და სხვა ქვეყნებს საპროტესტო აქციების „წაქეზებისათვის“. წინა დღეს აიათოლა ხამენეიმ „ირანის მტრებს“ დააკისრა პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციებზე. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თითქოსდა დაკავებული იყო საპროტესტო აქციების კოორდინაციით. ანტისამთავრობო გამოსვლები ფასების ზრდის გაპროტესტებით დაიწყო და პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. მრავალ ქალაქში გამოთქვამენ უკმაყოფილებას მთავრობითა და მმართველი კლერიკალური რეჟიმით, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოხდა შეტაკებები სამართალდამცველებთან. აქციების დაწყების შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG