Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის დისიდენტი ვალერი ჭალიძე


გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის დისიდენტი, ანდრეი სახაროვის თანამებრძოლი, ვალერი ჭალიძე. 79 წლის ჭალიძის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკში დაწერა ჟურნალისტმა მარია სლონიმმა. ჭალიძე 1938 წელს მოსკოვში დაიბადა და ფიზიკოსის განათლება მიიღო მოსკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში. 1970 წლის 4 ნოემბერს მან ანდრეი სახაროვთან და ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად დაარსა მოსკოვის ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია და მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაარღვია. 1972 წელს ჭალიძე აშშ-ში გაემგზავრა ლექციების წასაკითხად, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ედვარდ კლაინთან ერთად მან ნიუ-იორკში დააარსა ჟურნალი და გამოცემა „ქრონიკა-პრესა“, რომელიც აქვეყნებდა წიგნებს უფლებების დაცვის თემაზე. ჭალიძემ დააარსა აგრეთვე გამოცემა საბჭოთა მოღვაწეების, მათ შორის ლევ ტროცკის, არქივებიდან დოკუმენტების დასაბეჭდად.

XS
SM
MD
LG