Accessibility links

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს


2018 წლის 3 იანვარი: მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო სასამართლოსთან

კიევში სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ოპოზიციურ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის თაშესაფრის მინიჭების საკითხს. სააკაშვილი, კერძოდ, ასაჩივრებდა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი უთხრეს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მოსაპოვებლად დოკუმენტების გაფორმებაზე. ცნობების თანახმად, სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ, გაასაჩივრონ კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს 3 იანვრის გადაწყვეტილება. სააკაშვილს ჩამორთმეული აქვს უკრაინის მოქალაქეობა და ემუქრება ექსტრადიცია საქართველოში, სადაც მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ასევე 3 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ 11 იანვრისათვის გადადო სააკაშვილთან წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურა, კერძოდ, მოითხოვს სააკაშვილისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას რამდენიმე, მათ შორის „დანაშაულებრივი ჯგუფის“ შექმნის ბრალდებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG