Accessibility links

რუსეთმა დაადასტურა სირიაში რუს სამხედროებზე თავდასხმა


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ჰმეიმიმის რუსულ ბაზაზე. 2017 წლის 27 ივნისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი სამხედრო დაიღუპა სირიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზე. თავდაცვის სამინისტრომ 4 იანვარს განაცხადა, რომ 31 დეკემბერს, აეროდრომს ნაღმმტყორცნებიდან ესროლა მობილურმა დივერსიულმა ჯგუფმა. ამასთან, რუსმა სამხედროებმა უარყვეს, რომ ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე განადგურებულია საბრძოლო თვითმფრინავები. გაზეთებმა, „კომერსანტმა“ და „ვედომოსტიმ“ სამხედრო-პოლიტიკურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰმეიმიმში მდებარე რუსულ საავიაციო ბაზაზე ნაღმმტყორცნების გამოყენებით განხორციელებული იერიშისას დაშავდა ათზე მეტი რუსი სამხედრო და განადგურებულია სულ მცირე 7 საბრძოლო თვითმფრინავი. კერძოდ, სუ-24 ტიპის 4 ბომბდამშენი, სუ-35 ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი და ან-72 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG