Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი დათანხმდა სეულთან მოლაპარაკებას


ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლების შეხვედრა. 2015 წლის 22 აგვისტო
ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლების შეხვედრა. 2015 წლის 22 აგვისტო

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დათანხმდა სამხრეთ კორეის წინადადებას, მაღალი დონის მოლაპარაკების შესახებ. სააგენტოები „ფრანს პრესი“ და „როიტერსი“ სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მოლაპარაკება 9 იანვარს გაიმართება ორი ქვეყნის საზღვრის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე პანმუნჯომის დასახლებაში. მხარეებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა 2015 წელს გაიმართა. სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 9 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე განიხილავენ კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას და მზადებას ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. 1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანს სურს მონაწილეობა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში, რომელსაც სამხრეთ კორეა მასპინძლობს და მზად არის სეულთან დიალოგისთვის. კიმ ჩენ ინის განცხადებას მიესალმა სამხრეთ კორეის ხელისუფლება. ფხენიანის და სეულის მოლაპარაკებას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პენტაგონმა კი განაცხადა, რომ გადაიდო აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც 2018 წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო.

XS
SM
MD
LG