Accessibility links

პაკისტანი „კონტრაპროდუქტიულად“ მიიჩნევს მისთვის აშშ-ის დახმარების შეკვეცას


პაკისტანი, 2018 წლის 5 იანვარი: ანტიამერიკული გამოსვლა ქალაქ ფეშავარში

პაკისტანი კრიტიკით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სფეროში დახმარების, სულ ცოტა, 900 დოლარით შემცირების შესახებ. ისლამაბადი, მისივე განცხადებით, „კონტრაპროდუქტიულად“ მიიჩნევს ვაშინგტონის „თვითნებურ ულტიმატუმებსა“ და „ცალმხრივ განცხადებებს“. პაკისტანის საგარეო უწყებამ 5 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პაკისტანმა 120 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ფულის უდიდესი ნაწილი საკუთარი რესურსებიდან გაიღო. წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰეზერ ნაუერტმა გამოაცხადა, რომ აშშ, სულ ცოტა, 900 მლნ დოლარით შეამცირებს პაკისტანის სამხედრო ძალების დახმარებას, სანამ ისლამაბადს არ გადაუდგამს გადამწყვეტი ნაბიჯები ავღანელი თალიბებისა და ჰაყანის ქსელის წევრი და პაკისტანში მოქმედი ექსტრემისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG