Accessibility links

საბერძნეთი ხედავს შანსს, რომ წელს მოგვარდება სახელწოდების გამო მაკედონიასთან მისი უთანხმოება


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოციასი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს კოციასის, განცხადებით, ათენს სურს, წელს მოაგვაროს მაკედონიასთან მრავალწლიანი უთანხმოება, რომელსაც ამ ქვეყნის სახელწოდება იწვევს. საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონსაც მაკედონია ჰქვია. კოციასმა 4 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ 2018 იქნება წელი, როცა მოგვარდება უთანხმოება სახელწოდების გარშემო. ეს უთანხმოება მრავალი წელია აბრკოლებს მაკედონიის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ. ამ ქვეყნის ახალმა, კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობენ, პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა პრობლემის მოგვარება. საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებმა ალექსის ციპრასმა და ზორან ზაევმა 2 იანვარს ტელეფონით საუბრისას იმსჯელეს სახელწოდების შესახებ. მანამდე კი, 30 დეკემბერს, ზაევი ეწვია საბერძნეთის მაკედონიაში მდებარე სალონიკის და შეხვდა ამ ქალაქის მერს. ნატო წელს ივნისში განაახლებს გასაწევრიანებლად მაკედონიის მიწვევაზე მსჯელობას მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა 2008 წელს დაბლოკა ბალკანეთის ამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების ძალისხმევა. ათენი შიშობს, რომ მაკედონიის სახელწოდების გამო მან მომავალში შესაძლოა, პრეტენზია გამოთქვას ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონზე. ათენი აღნიშნავს, რომ მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთის ანტიკური ისტორიის ნაწილია. ის თანხმდება საერთაშორისო ასპარეზზე მაკედონიის მოხსენიებას მხოლოდ „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიად“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG