Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა შესთავაზოს არა გაწევრიანება, არამედ „პარტნიორობა“


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა შესთავაზოს არა სრულუფლებიანი წევრობა, არამედ „პარტნიორობა“. ამის შესახებ მაკრონმა განაცხადა 5 იანვარს პარიზში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების გზაზე „პროგრესი შეუძლებელია“ მას შემდეგ, რაც 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მძიმე რეპრესიები მოჰყვა და შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 ათასამდე ადამიანი იქნა დაკავებული, ხოლო 150 ათასმა - მათ შორის მასწავლებლებმა, მოსამართლეებმა, ჯარისკაცებმა - სამსახური დაკარგა. თავის მხრივ, ერდოანმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქეთისათვის „დამღლელია“ ევროკავშირში გაწევრიანების ასე დიდხანს ლოდინი.

XS
SM
MD
LG