Accessibility links

პროდიუსერ ჰარვი ვაინსტინის სტუდია ნახევარ მილიარდ დოლარად იყიდება


ჰოლივუდის პროდიუსერის, სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო სკანდალში გახვეული ჰარვი ვაინსტინის სტუდია ნახევარ მილიარდ დოლარად იყიდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“. მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვით მიღებული ფულის დიდი ნაწილი ვალების დაფარვას მოხმარდება. სტუდიას ფინანსური პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებებით გამოწვეული სკანდალი აგორდა. ვაინსტინს ათზე მეტი ქალი, მათ შორის ცნობილი კინომსახიობები ადანაშაულებენ უხამს ქმედებებში. მათი თქმით, პროდიუსერი მათგან მოითხოვდა ინტიმურ ურთიერთობას ფილმებში გადაღების სანაცვლოდ. ვაინსტინის სტუდიას პარტნიორები ახლა უარს ეუბნებიან ერთობლივ პროექტებზე. ამასობაში, სტუდიის დირექტორთა საბჭომ სამსახურიდან დაითხოვა ერთ დროს უაღრესად გავლენიანი პროდუსერი.

XS
SM
MD
LG