Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ ირანს უცხადებს, რომ მისი ქმედებები მსოფლიოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება


ნიკი ჰეილი
ნიკი ჰეილი

აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გახსნისას გრძნობით ილაპარაკა ირანის “მამაც“ მოქალაქეებზე, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს მათი ქვეყნის ქუჩებში. ნიკი ჰეილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ისინი, „საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ„. ჰეილის თქმით, ირანის ხალხმა ამბოხი მოაწყო 79 დასახლებულ პუნქტში. საბჭოს სხდომა აშშ-ის მოთხოვნით გაიმართა. ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის ქმედებები მსოფლიოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 5 იანვარს გაიმართა მალევე მას მერე, რაც საბჭომ დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები გამართა რუსეთის მოთხოვნით. მოსკოვი წინააღმდეგი იყო საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისა, რომელზეც რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, განაცხადა, რომ აშშ „უშიშროების საბჭოს პლატფორმას ბოროტად იყენებს„ და რომ ეს იყო „ყალბი„ მიზეზი, რათა ჩარევა მომხდარიყო წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

XS
SM
MD
LG