Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მოწოდებას ირანის თაობაზე


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო

აშშ-ის მოწოდებას, ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის მხარდაჭერისკენ, გაეროში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა თვით აშშ-ის მოკავშირეთა შორის იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო გამართლებული საერთაშორისო რეაგირება. აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გახსნისას, 5 იანვარს, გრძნობით ილაპარაკა ირანის “მამაც“ მოქალაქეებზე, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს მათი ქვეყნის ქუჩებში. ნიკი ჰეილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ისინი, "საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ". ჰეილის თქმით, ირანის ხალხმა ამბოხი მოაწყო 79 დასახლებულ პუნქტში. საბჭოს სხდომა აშშ-ის მოთხოვნით გაიმართა. ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის ქმედებები მსოფლიოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა მალევე მას მერე, რაც საბჭომ დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები გამართა რუსეთის მოთხოვნით. მოსკოვი წინააღმდეგი იყო საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისა, რომელზეც რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, განაცხადა, რომ აშშ „უშიშროების საბჭოს პლატფორმას ბოროტად იყენებს„ და რომ ეს იყო „ყალბი„ მიზეზი, რათა ჩარევა მომხდარიყო წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ირანის ელჩმა გაეროში, ღოლამალი ხოსრომ ასევე დაადანაშაულა აშშ „დაშინებასა„ და სხდომის მოწვევის უფლების „ბოროტად გამოყენებაში„. ელჩის თქმით, მოწვევის საკითხი მის მანდატს სცილდება. ჩინეთის, შვედეთის ბოლივიის და სხვა ქვეყნების ელჩებმა ასევე გამოხატეს თავშეკავება იმის გამო, არის თუ არა საბჭო საპროტესტო გამოსვლების განხილვის ადგილი. აშშ-ს იმედისთვის, დემონსტრანტთა მომხრეები შეეკრიბა, ალბათ, უდიდესი დარტყმა იყო ევროპელი მოკავშირეების მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ამ საკითხის დასმის მართებულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მხოლოდ ბრიტანეთის ელჩმა, მეთიუ რაიკროფტმა დაიცვა ღიად ეს ნაბიჯი.

XS
SM
MD
LG