Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: არ ვარ შეშფოთებული პაკისტანის მხრიდან შესაძლო სამაგიეროს გამო


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი პაკისტანში ჩასვლისას, შარშან, 4 დეკემბერს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი პაკისტანში ჩასვლისას, შარშან, 4 დეკემბერს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ის არ არის შეშფოთებული პაკისტანის მხრიდან შესაძლო სამაგიეროს გამო, ვაშინგტონის ამ კვირის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შეუჩეროს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება. არა, არ ვარ შეშფოთებული, თქვა მატისმა რეპორტიორის შეკითვაზე პასუხად, ხომ არ შეიძლება, რომ პაკისტანი ჩინეთს დაუახლოვდეს, ან ამერიკის ჯარისთვის არსებითი სატრანსპორტო გზა გადაკეტოს ავღანეთისკენ. ისლამაბადთან კვლავაც ვთანამშრობლობთ და მაშინვე აღვადგენთ დამარებას, როცა კი ვიხილავთ მტკიცე ქმედებას ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისევე წარმოადგენენ საფრთხეს პაკისტანისთვის, როგორც ჩვენთვის, თქვა მატისმა.

XS
SM
MD
LG