მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი 7 იანვარს (ძველი სტილით, 25 დეკემბერს) იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება. საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას თბილისში, სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გამართავს. შობის დღეს მოეწყობა ალილოს მსვლელობები. ძველი სტილით, ანუ იულიანური კალენდრის მიხედვით, ქრისტეშობას, საქართველოს გარდა, რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.
ყველაზე პოპულარული
1