Accessibility links

საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლეში პროტესტისთვის 11 პრინცი დააკავა. სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. პრინცებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯისთვის ფულადი კომპენსაციის მიღება სურთ.
სამეფო გვარდიამ პრინცები მას შემდეგ დააკავა, რაც მათ სასახლის ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.პრინცები „ელ-ხაირის“ ციხეში მოათავსეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG