Accessibility links

ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში იწვის ირანული ტანკერი


32 ადამიანი ითვლება დაკარგულად ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ნავთობით დატვირთული ირანული ტანკერის და ჩინური სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხანძრის გამო ტანკერს ემუქრება აფეთქების და ჩაძირვის საფრთხე. ირანის ხელისუფალთა ცნობით, 8 იანვარს მაშველებმა ტანკერზე აღმოაჩინეს ერთი დაღუპული მეზღვაურის გვამი. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ ირანის და ბანგლადეშის მოქალაქეები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი და ჩინეთის და სამხრეთ კორეის გემები. ოპერაციას ართულებს ტანკერზე გაჩენილი ხანძრის კვამლი და ნავთობის წვით წარმოქმნილი მომწამლავი ნივთიერებების გავრცელება. პანამის დროშით მცურავი ირანული ტანკერი და ჰონკონგში დარეგისტრირებული ჩინური სატვირთო გემი ერთმანეთს 6 იანვარს შეეჯახნენ. ტანკერს 136 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, სატვირთო გემს კი, 64 ათასი ტონა ხორბალი. ჩინური ტვირთმზიდის ეკიპაჟის 21-ივე წევრი მაშველებმა გადაარჩინეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG