Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე დანიშნა იუსტიციის საბჭოს წევრად


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. დღემდე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ანა დოლიძის დანიშვნა გადაწყვიტა მისი პროფესიონალიზმის, სიმამაცის და ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან ერთს ნიშნავს კონკურსის საფუძველზე. პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ვახტანგ მჭედლიშვილს 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

XS
SM
MD
LG