Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკმასტერი: რუსეთი ცდილობს მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჰ.რ. მაკმასტერის ინფორმაციით, კრემლმა წამოიწყო „დახვეწილი“ კამპანია მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ამ თემას მაკმასტერი ეხება მოხსენებაში, რომლის ნაწყვეტიც 7 იანვარს გამოაქვეყნა მექსიკის გაზეთმა „რეფორმამ“. მაკმასტერი მოხსენებით გამოვიდა 15 დეკემბერს, ვაშინგტონში განთავსებულ კვლევით ცენტრ „ჯეიმსთაუნის ფონდში“. როგორც მან აღნიშნა, არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი ერევა მექსიკაში ივლისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის ჩარევას გულისხმობს. მაკმასტერმა დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, რომლისთვისაც უახლეს კიბერშესაძლებლობს იყენებენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მაკმასტერს ჯერ არ უპასუხია ბრალდების განმარტების შესახებ სააგენტოს თხოვნაზე. კომენტარი არ გაუკეთებია არც კრემლს.

XS
SM
MD
LG