Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უცხოეთს ადანაშაულებს ქვეყნის დესტაბილიზაციის ხელშეწყობაში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფიმ კლავ გამოხატა ამ ქვეყნის მთავრობის პოზიცია განცხადებით, რომ უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურები ხელს უწყობენ ირანში ბოლო ორი კვირის ანტისამთვარობო გამოსვლებს. ზარიფმა, კერძოდ, დაადანაშაულა შეერთებული შტატების, ისრაელისა და საუდის არაბეთის მთავრობები. როგორც მინისტრმა 8 იანვარს თეირანში განაცხადა, „ვერც ერთი ქვეყანა ვერ შექმნის უსაფრთხო გარემოს საკუთარი თავისათვის, მეზობლებში დესტაბილიზაციის შექმნის ხარჯზე“. აშშ უარყოფს ირანის ბრალდებას, თითქოს ვაშინგტონი ხელს უწყობდეს 28 დეკემბერს დაწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 7 იანვარს უარყო დემონსტრაციებთან მისი უწყების ყოველგვარი კავშირში, მაგრამ იქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ არეულობა ჯერ კიდევ გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG