Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ჩინეთს ესტუმრა ვაჭრობაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და კონფლიქტებზე მოსალაპარაკებლად


პეკინი, 2018 წლის 8 იანვარი: საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად
პეკინი, 2018 წლის 8 იანვარი: საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაიწყო ჩინეთში ვიზიტი, რომლის დღის წესრიგიც ითვალისწინებს ვაჭრობასთან, მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებას. 8 იანვრის საღამოს მაკრონი და მისი მეუღლე პეკინში ივახშმებენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მის მეუღლესთან ერთად. ვიზიტის დაწყებამდე მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის კრიზისების განსახილველად. ამავე თემებს, სავარაუდოდ, საუბარი შეეხება პეკინშიც, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას. ჩინეთს, როგორც ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირეს, დასავლეთის მრავალი ქვეყანა მოუწოდებს ფხენიანზე ზეწოლისაკენ, რათა ბოლო მოეღოს ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

XS
SM
MD
LG