Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის მმართველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მათი ჯარისკაცი მოკლა


მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლე
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლე

აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის მმართველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მათი ჯარისკაცი მოკლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამყოფი ხაზის მახლობლად. მთიანი ყარაბაღის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, 19 წლის ჯარისკაცი 7 იანვარს დაიღუპა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ათწლეულებია გრძელდება დაპირისპირება, ძირითადად, ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო. რეგიონმა აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-1994 წლების ომის შემდეგ. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათაობით ადამიანი აქცია ადგილნაცვალ პირად. კონფლიქტის მოსაგვარებელი დიპლომატიური ძალისხმევა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG