Accessibility links

გერმანიაში საფეხბურთო კლუბის ავტობუსის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულმა პირმა თავი დამნაშავედ ცნო


დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ "ბორუსიის" ავტობუსის აფეთქების მცდელობაში ბრალდებული პირი, სერგეი ვ. სასამართლო სხდომაზე

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსის აფეთქების მცდელობაში ბრალდებული პირი, სერგეი ვ. თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა უარყოფს, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. სერგეი ვ. რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა. მას წაყენებული აქვს 2017 წლის აპრილში მკვლელობის მცდელობის ბრალდება 28 მუხლით და სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურორების შეფასებით, აფეთქება იყო ფულის გამოძალვის მიზნით მომზადებული სქემის ნაწილი. ორშაბათს დორტმუნდში გამართულ სასამართლო სხდომაზე სერგეი ვ.-მა სინანული გამოთქვა თავისი ქმედების გამო. როგორც ის ამბობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამზადებული, რომ ტრავმა არ გამოეწვია. აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, მოეწყო, როცა დორტმუნდის „ბორუსიის“ გუნდი ავტობუსით მიემგზავრებოდა სასტუმროდან სტადიონისაკენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ.

XS
SM
MD
LG