Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა დააზარალა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი


ქარიშხალმა დააზარალა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონები და თბილისი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები და მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები. ქარიშხლის გარდა, ძლიერი წვიმა იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მუშაობენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და კომპანია „ენერგო პროს“ ბრიგადები. ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.

XS
SM
MD
LG