Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი ემზადება თეთრ სახლში ვიზიტისთვის


ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მიიღებს ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც 16 იანვარს გაიმართება, პრეზიდენტები განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების და გაღრმავების საკითხებს. დონალდ ტრამპი და ნურსულთან ნაზარბაევი იმსჯელებენ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზეც, მათ შორის ავღანეთის პრობლემაზე, რაც აქტუალური იქნება გაეროს უშიშროების საბჭოში ყაზახეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. 1 იანვარს, ყაზახეთი ერთი თვით გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

XS
SM
MD
LG