Accessibility links

სააკაშვილის ინფორმაციით, მან "მაიდანის საქმეზე" ჩვენება მისცა უკრაინის პროკურატურას


მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 9 იანვარს, პროკურატურას მისცა ჩვენება 2014 წელს, კიევის მაიდანზე ხალხის დახოცვის საქმეზე. „გუშინ ორი საათი გავატარე დაკითხვაზე პროკურატურაში პუტინის მეგობარი ბერლუსკონის იტალიური ტელეარხის გადაცემაში მოყვანილი „ფაქტების“ გამო, თითქოს, ქართველ სნაიპერებს ვუბრძანე ხალხის დახვრეტა“ - დაწერა 10 იანვარს, ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილმა. მისი შეფასებით, გამომძიებლების მეგობრული და პროფესიონალური დამოკიდებულების მიუხედავად, მთელი სისტემა ტყუილად მუშაობს, რადგან დღემდე გამოუძიებელია იმ პერიოდის ორი მთავარი საქმე - ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლა და მაიდანზე ხალხის დახოცვა. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე არიან ადამიანები, რომლებსაც ხელს არ აძლევს ამ საქმეების გამოძიება. მიხეილ სააკაშვილის შეფასებითვე, რუსეთის პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა არა მოსკოვისა და მისი სატელიტების მიერ მოყვანილი ბრალდებების უარყოფა, არამედ ყველა დამნაშავის დასჯა.

XS
SM
MD
LG