Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ ჩეჩენი უფლებადამცველის გათავისუფლებისკენ


ოიუბ ტიტიევი
ოიუბ ტიტიევი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა შეშფოთება გამოთქვა უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ჩეჩნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის დაკავების გამო. მუიჟნიეკსის განცხადებით, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამოცდილი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ოიუბ ტიტიევს უდიდესი წვლილი მიუძღვის უფლებების დაცვაში, მათ შორის ჩეჩენი ჩინოვნიკების მხრიდან უფლებაშელახული ადამიანების დაცვაში. ევროსაბჭოს კომისრის შეფასებით, ტიტიევისთვის წაყენებული ბრალი საეჭვოა და ნდობას არ იმსახურებს. ნილს მუიჟნიეკსმა რუსეთის ფედერალურ და რეგიონულ ხელისუფალთ მოუწოდა ოიუბ ტიტიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ტიტიევი 9 იანვარს, ჩეჩნეთში დააკავეს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით, რასაც უფლებადამცველი კატეგორიულად უარყოფს. როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, ტიტიევს სისტემატურად ემუქრებოდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უფლებადამცველი საქმიანობის გამო. „მემორიალის“ ჩეჩნეთის წარმომადგენლობას ოიუბ ტიტიევი სათავეში ჩაუდგა 2009 წელს, წინამორბედის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG