Accessibility links

მოგერინი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ „ყველა მხარეს“ მოუწოდა, დაიცვან ბირთვულ სფეროში ირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმება. მისი თქმით, „შეთანხმება მუშაობს“. მოგერინის მიერ 11 იანვარს გაკეთებული ამ განცხადებიდან ერთ დღეში იწურება ვადა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გამოაცხადოს, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მიმართ სანქციების შეჩერების პოლიტიკას, რასაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს. მოგერინიმ ეს განცხადება გააკეთა ბირიუსელში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან და საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ მოგერინიმ თქვა, რომ შეთანხმება ასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას - ხელს უშლის ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში.

XS
SM
MD
LG