Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პროკურატურა ითხოვს აფგან მუხთარლისთვის თავისუფლების 8 წლით აღკვეთას


აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 2017 წლის 31 მაისი
აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 2017 წლის 31 მაისი

აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის სასამართლო 12 იანვარს გამოაცხადებს განაჩენს ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე. ბრალდების მხარე ითხოვს მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ადვოკატები ჟურნალისტის გათავისუფლებას. აფგან მუხთარლის ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. საქართველოში გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს მთავარი პროკურატურა.

XS
SM
MD
LG